რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ამერიკის სააპელაციო სასამართლომ ლიზა კუკი, ფედერალური რეზერვების გუბერნატორი გაამართლა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მისი თანამდებობიდან დათხოვნა დაუშვებლად ცნო.
მოსამართლემ გაიზიარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს ლიზა კუკის განთავისუფლებისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ცნობისთვის, ტრამპი ფედერალური რეზერვების გუბერნატორს საფინანსო თაღლითობაში სდებს ბრალს და ამ მიზეზით, მის განთავისუფლებას მოითხოვს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს დანაშაულში კუკი წლების წინ მართლაც იყო ბრალდებული, თუმცა ეს იქამდე მოხდა, ვიდრე ის გუბერნატორის პოზიციას დაიკავებდა. შესაბამისად, დასახელებული მიზეზი კუკის დათხოვნის სამართლიანი საფუძველი ვერ იქნება.
სააპელაციოს მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა მის წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია და მისი განთავისუფლება ისე გამოაცხადა, მას არათუ არ შეატყობინა, არამედ ბრალდების დეტალებიც კი არ გაუზიარა. არსებული დადგენილებით, მოქმედი გუბერნატორი პოზიციაზე დარჩება და პოზიციას იქამდე შეინარჩუნებს, ვიდრე მას უმაღლესი ინსტანციის სასამართლო არ გაამტყუნებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.




























