მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სააპელაციომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - "ჩირინა" გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

სააპელაციო სასამართლომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა. "ჩირინას" ადვოკატის გიორგი გეწაძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ჩირინამ" "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო "ყვარლის ბაგას" მიუღებელ შემოსავალში მათ წვლილი არ მიუძღვით. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანია „ჩირინას“ საჩივარი, შედეგად, სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც „ჩირინას“ აკისრებდა „ყვარლის ბაგასთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის - გადახდას. მეორე მხრივ, სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - 1,6 მილიონი ლარი - უნდა აუნაზღაუროს. ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სააპელაციომ უნდა დაასაბუთოს ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია "ჩირინამ", ამის შემდეგ კი ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. ადვოკატის განმარტებით კი კომპანია უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან, მათი შეფასებით, „ჩირინას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. ცნობისთვის, სასამართლო პროცესი „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები