მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარბიტრაჟო ცენტრი მეწარმეთა შორის ცნობადობის ამაღლებას საჭიროებს - ნინო სუქნიძე

601153ef5597b
ლიკა გურაბანიძე
28.01.21 09:40
1149

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სუქნიძემ “საქმიან დილაში” 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს პრიორიტეტული იურიდიული კომიტეტის და საარბიტრაჟო ცენტრის მუშაობა, ასევე ამ კუთხით პალატის კომიტეტის წევრების ცნობიერების ამაღლება და განსახორციელებელი პროექტები იქნება.

“ჩვენი წევრების სურვილია ბიზნესის და ეკონომიკის დროული, სრული გახსნა იმ წესების და რეგულაციების დაცვით, რომელსაც მთავრობა დაადგენს. ეს 2021 წლის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ მიმართულებით ჩემი ფოკუსი იქნება ის, რომ სავაჭრო- სამრეწველო პალატის კომიტეტის წევრებს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და საკანონმდებლო ცვლილებები მივაწოდოთ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ეს შესაძლოა იყოს შრომის კანონდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ახალი სამეწარმეო კანონმდებლობის შემოტანის შედეგად გამოწვეული ცვლილებები და ა.შ.

ჩემი ფოკუსი საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობა იქნება, რომელიც ვფიქრობ, რომ მეწარმეთა შორის ცნობადობის ამაღლებას საჭიროებს. ეს არის დავის გადაჭრის სწრაფი, ეფექტური და იაფი მექანიზმი, რომელიც ქართველი მეწარმეების მიერ საკმარისად ათვისებული არ არის.
არბიტრაჟი დავის გადასაწყვეტად, გადატვირთული სასამართლოების და სპეციალიზაციის არარსებობის ფონზე ძალიან კარგი საშუალებაა” - აღნიშნა სუქნიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები