მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“–ის პრეზენტაცია;

“საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“–ის პრეზენტაცია. “საარჩევნო კომპასი საქართველო“ არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე geocompass.ge დღეიდან – 4 ოქტომბრიდან; ის მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა.

პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, ხოლო მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”, რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.

ლიკა მეგუთნიშვილი - #BMG-ის რეპორტიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები