არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებული შუალედური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მეორე ტურის პერიოდში საარჩევნო შემოწირულობის 87% სალომე ზურაბიშვილმა მიიღი. მის ანჯარიშზე ჯამში 3 592 724 ლარი მოგროვდა.
რაც შეეხება მეორე კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, მას მხარდამჭერებმა 535 599 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი მოცულობის 13%-ს შეადგენს. ორგანიზაციის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილის 621 შემომწირველიდან 157 პირი იყო ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 137 ფიზიკური პირი "ქართული ოცნების" ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს ჯამში 1 750 900 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 22%-ია.
გასულ წლებში, იგივე პირებს "ქართული ოცნებისთვის" ჯამში დაახლოებით 5 801 088 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის 15 შემომწირველს 2012 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" აქვს თანხები გაღებული ჯამში 795 000 ლარის ოდენობით.