მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს მეორე შეხვედრას გამართავს

5deccdc7b17c4
BM.GE
08.12.19 14:08
1341
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, დღეს დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგით მეორე შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00-ზე დაიწყება. 

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს "ქართული ოცნების მიერ" პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდგომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კომპრომისული "გერმანული მოდელით" ჩატარდეს, რომლის ფარგლებშიც მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდება, თუმცა პარტიებს შორის მანდატები პროპორციული წესით გადანაწილდება. 

ოპოზიციისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადია, ხელისუფლება კი მას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. 

საარჩევნო საკითხზე დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები