მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო უბნები დაიხურა - უნგრეთში ხმებს ითვლიან

უნგრეთის არჩევნები

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ქვეყნის მოქმედი მემარჯვენე-პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ მძაფრ კონკურენციაში არიან ოპოზიციურ პარტია „ტისზასთან“, რომელსაც ორბანის ყოფილი მოკავშირე, პეტერ მაგიარი ხელმძღვანელობს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, კვირას გამართულ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ხმა მისცა ამომრჩეველთა თითქმის 78%-მა. ეს უნგრეთის პოსტკომუნისტურ ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უნგრეთის ერთპალატიან პარლამენტში, რომელსაც ეროვნული ასამბლეა ეწოდება, სულ 199 ადგილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები