მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარსებო მინიმუმი გაიზარდა

5ad6fa01e075c
თამუნა დემეტრაშვილი
18.04.18 11:55
811
საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მარტში, თებერვალთან შედარებით 1 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა და 176 ლარი და 90 თეთრი შეადგინა, იანვართან შედარებით კი ზრდა 1 ლარი და 90 თეთრია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 20 თეთრითაა გაზრდილი.
რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ის მარტში 296 ლარითა და 70 თეთრით განისაზღვრა, რაც 2 ლარითა და 50 თეთრით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 12 ლარიანი მატებაა.

ოჯახების სულადობის მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად გამოიყურება:

ორსულიანი ოჯახი - 250 ლარი და 60 თეთრი
სამსულიანი ოჯახი - 282 ლარი
ოთხსულიანი ოჯახი - 313 ლარი და 30 თეთრი
ხუთსულიანი ოჯახი - 352 ლარი და 50 თეთრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები