საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 3 ლარით და 60 თეთრით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 თეთრით შემცირებული.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153 ლარი და 90 თეთრია, ხოლო საშუალო ოჯახის 291.5 ლარი.
ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი შემდეგია:
ერთსულიანი - 153.9 ლარი
ორსულიანი - 246.3 ლარი
სამსულიანი - 277.1 ლარი
ოთხსულიანი - 307.8 ლარი
ხუთსულიანი - 346.3 ლარი
ექვს და მეტ სულიანი - 409.4 ლარი
საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.