მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საარსებო მინიმუმი გაიზარდა

5c8b93cd26907
ელენე გოგბერაშვილი
15.03.19 16:30
2544
"საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 179.1 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით - 0,5 ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 158.7 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახის - 300.5 ლარია.

ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასე გამოიყურება:

ერთსულიანი - 158.7 ლარი;
ორსულიანი - 253.9 ლარი;
სამსულიანი - 285.6 ლარი;
ოთხსულიანი - 317.3 ლარი;
ხუთსულიანი - 357.0 ლარი;
ექვს და მეტსულიანი - 422.1 ლარი.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები