მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 163 ათასით შემცირდა - რა ჩანს რიცხვების მიღმა?

ბოლო 9 თვეში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 163 ათასით შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე 23%-ით ნაკლებია. საარსებო შემწეობის მიმღებთა შემცირება ერთი მხრივ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმებას, მეორე მხრივ კი სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებას უკავშირდება. ოჯახების გადამოწმება ამჟამადაც მიმდინარე პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებლები კიდევ დაკორექტირდება. რას ასახავს ეს რიცხვები - სიღარიბის დაძლევის ტენდენციას თუ ამხელს თავიდანვე ხელოვნურად შედგენილ ბაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები