მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. თუკი სექტემბერში საქართველოში მსგავსი 417 065 პირი ფიქსირდებოდა, ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 418 351-მდე გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 121 345 ოჯახი იღებს.

ჯამში ქვეყანაში შემწეობას მოსახლეობის 11.2% იღებს. შემწეობის მიმღები ყველაზე მეტი პირი თბილისში ფიქსირდება - 91 447. პროცენტულად კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება - მთლიანი მოსახლეობის 39%, რაც 12 400 პირზე მეტია.

წლის განმავლობაში, შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იანვარში იყო - ამ დროს სახელმწიფო დახმარებას 456 634 პირი იღებდა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები