მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საარსებო შემწეობის მიმღებთა ყოველთვიური ზრდა არ ნიშნავს, რომ ტენდენცია გამოკვეთილია"

5ab8d2dc82fd4
ელენე გოგბერაშვილი
26.03.18 14:59
1220
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 294 ადამიანით გაიზარდა.

2017 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 445 555 იყო, 2018 წლის თებერვალში კი 453 849 შეადგინა.

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური ზრდა არ ნიშნავს, რომ მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა. BM.GE-ს კითხვაზე საპასუხოდ მინისტრმა შესაბამისი არგუმენტიც მოიყვანა.

"თუ არ მივიღებთ მხედველობაში დიდ მერყეობებს, რომელიც 2013 წლის დასაწყისში იყო, შემწეობის მიმღებების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია და თვეში დაახლოებით +/_ 500 ათასით იცვლება ხოლმე. ეს ცვლილება ჯამში არ ნიშნავს იმას, რომ ტენდენცია არის გამოკვეთილი. ჩვენ უნდა შევხედოთ მაჩვენებლებს თვეების მიხედვით და მე ვფიქრობ, ეს იქნება იგივე ფლუქტუაციის, +_ 500 ფლუქტუაციის ერთ-ერთი ნაწილი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები