ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir“ საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს. მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „SalamAir“-ს რეგულარული ფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.

























