მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საავიაციო სექტორში ადამიანური რესურსებისა და ავიახომალდების ნაკლებობაა“ - იგორ აფციაური

62bb4d93ad7bd
ალა ისპირიანი
29.06.22 00:40
936
პანდემიამ, როგორც სხვა, ისე საავიაციო სექტორს პრობლემები შეუქმნა. სამსახურიდან არაერთი ადამიანი წავიდა ან გაუშვეს, რომელთა უკან დაბრუნება რთული აღმოჩნდა. როგორც საავიაციო სექტორის ანალიტიკოსი იგორ აფციაური „საქმის კურსში“ განმარტავს, სექტორს არა მარტო ადამიანური რესურსების, არამედ ხომალდების დეფიციტიც აქვს, რადგან პანდემიის დროს ბევრმა სამგზავრო ავიახომალდი სატვირთოდ გადააკეთა.

"2020 -2021 წლებში ავიაკომპანიების ნაწილმა თანამშრომლების 60-70% გაუშვა. ზოგი უკან დააბრუნეს, მაგრამ თანამშრომლების ნაწილმა სფერო შეიცვალა. სხვა სფეროებში დაიწყეს მუშაობა და მათი უკან გამოწვევა ვეღარ მოხერხდა. ადამიანური რესურსების, მფრინავების და ეკიპაჟების გარდა დიდ პრობლემას იწვევს ავიახომალდების ნაკლებობაც, რადგან ჩვენ ვიცით რომ პანდემიის დროს ვინც მოახერხა სამგზავროები სატვირთოებად გადააკეთა.

ვისაც პირველი ტიპის კონვერტაცია ჰქონდა (უბრალოდ სავარძლები, რომ ჰქონდათ ამოღებული) და სივრცე იყო გამოყენებული, რა თქმა უნდა იმათმა ისევ სამგზავრო ბორტებად გადააკეთეს და ფრენები დაიწყეს, მაგრამ იყო სხვა შემთხვევები, რომლისთვისაც რამდენიმე თვეა საჭირო, რომ უკან დააბრუნონ სამგზავროზე. ამიტომ მიწოდებაზე ძალიან დიდი პრობლემაა.

თუ სხვა ფაქტორმა არ შეუშალა ხელი, მინიმუმ 3-4 თვე დასჭირდება, რომ სფერო სრულად მოემზადოს. ამ დროს უკვე ზამთრის სეზონზე შევალთ, როდესაც მოთხოვნა ისედაც დაბალია და ამის დაბალანსება მოხდება", - განაცხადა საავიაციო სექტორის ანალიტიკოსმა იგორ აფციაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები