მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება - როგორ აისახება ფასის ზრდა სამგზავრო და სატვირთო ავიაგადაზიდვებზე?

საავიაციო საწვავი ძვირდება. გლობალური საავიაციო საწვავის ფასი გასული კვირის განმავლობაში 9%-თ გაიზარდა და ბარელზე 171 დოლარს მიაღწია. გაზაფხულის კრიზისის შემდეგ, ეს ფასის ყველაზე მაღალი ნიშნულია. ავიაციის ექსპერტები ელიან, რომ ფასის მატება გაგრძელდება და საავიაციო საწვავი მარტი-აპრილის ნიშნულამდე - ბარელზე 209 დოლარამდე გაძვირდება. დღეის მდგომარეობით, გაძვირებული საწვავი უკვე აისახა ავიაბილეთებზე - მოლოდინია, რომ გაძვირებული ავიაბილეთები მოგზაურობის მოთხოვნასაც შეამცირებს, რაც ავიაკომპანიებს ფრენების სიხშირეების შემცირებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები