2024 წლიდან საავტობუსე ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაც დაიშვება - განცხადება კახა კალაძემ დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კალაძის განცხადებით, სკოლის ავტობუსებს ეს პრივილეგია გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მიეცემათ. რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ სკოლის ავტობუსებმა იმისთვის ,რომ ბასლეინებში გადაადგილება შეძლონ, დაახლოებით რა რაოდენობის ტრანსპორტი დაემატება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლს და ხომ არ გამოიწვევს ეს ავტობუსების მოძრაობის შეფერხებას?