საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმ გზების შესახებ, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: "ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ავრცელებს გზების დეპარტამენტი.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც: " ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - ავრცელებს გზების დეპარტამენტი.




























