მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია ტოდინს გაფრთხილება მისცა

5ae2c6381aaa1
BM.GE
27.04.18 10:40
804
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საზედამხედველო კომპანიის ინჟინერთან ერთად, კომპანია ტოდინის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანია ტოდინი, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთსა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე არსებულ, არგვეთას სატრანსპორტო კვანძს აშენებს. სამუშაო ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას მკაცრი გაფრთიხლება მიეცა.

„კომპანიამ უახლეოს მომავალში უნდა წარმოადგინოს არსებული პრობლემების გადაჭრის გეგმა-გრაფიკი, თუ როგორ აპირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში პროექტის დასრულებას.

ზედამხედველის რეკომენდაციით, სამუშაოების წარმოებისას მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიას დაევალა სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკისა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება“, - განმარტავენ უწყებაში.

„ჩვენი გუნდი აძლიერებს პროექტების მსვლელობის მონიტორინგს, რის შედეგადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მივიღოთ უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოები“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები