მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საავტომობილო შესყიდვებში მგლური კონკურენციაა"

5a3a3ca41a586
სალომე მეცხვარიშვილი
22.12.17 11:02
901
საავტომობილო შესყიდვებში მგლური კონკურენციაა და არანაირი შეთანხმებები არ არსებობს,- ასე უპასუხა შესახებ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ საავტომობილო კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" განცხადებების, რომ ავტომობილების კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთმანეთის კონკურენციაში არ შედიან.

"ეს ბიზნესი არათუ გარიგების, არამედ პირიქით, მგლური კონკურენციის პირობებშია და იქ გარიგებაზე კი არა, დიდ კონკურენციაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე საუბრები, რომ ვიღაცა ვიღაცას ურიგდება, ეს არის გამორიცხული. თუ ამის დადასტურება ვინმეს უნდა, გამჭვირვალეა ყველაფერი. ამას უნდა უძღოდეს წინ სერიოზული კვლევები და ეს სერიოზული კვლევები აუცილებლად გაკეთდება, როდესაც კონკურენციის სააგენტო კვლევას დაიწყებს და ნათელი გახდება ყველაფერი. ასე, რომ ის, რაც დღეს მუსირებს, აბსოლუტირი ტყუილია და არ ვეთანხმები",- აცხადებს ლევან რაზმაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები