მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტორო უფლებები და რუსული კანონი - რა ცვლილებებია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში?

BM.GE
13.06.23 10:55
340
საავტორო უფლებების ასოციაციამ გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც კომპანია "გერას" რუსული გავლენების შესახებ ისაუბრეს. როგორც გიგა კობალაძე ამბობს, "გერა" არის კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. საუბარია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ახალი რეგულაციის მიხედვით კი, კანონი საქართველოს საავტორო ბაზარზე ახალი კომპანიის, "გერას" ფუნქციონირებას დაუშვებს, რომელსაც საქართველოს საავტორო საზოგადოება რუსეთთან მჭიდრო კავშირებში ადანაშაულებს. ასევე საავტორო უფლებების დასრულების შემდეგ, გუშინვე, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ცვლილებებთან მიმართებით ქართველი ავტორ/შემსრულებლების მოსაზრებები გაყოფილია. Მათი ნაწილი ბაზრის რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს, ამბობენ, რომ მესამე პირების მიერ საავტორო უფლებების გამოყენებისთვის გადახდილი თანხებიდან საკმარისი ოდენობის ჰონორარს ვერ იღებენ. ეს კანონპროექტი კი, ბაზარზე არსებული გამოწვევებს გამოასწორებს. 

სტუმარი: გიგა კობალაძე - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები