მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტორო უფლებები საქართველოში - რას გულისხმობს CISAC რეზოლუცია?

BM.GE
09.05.23 12:54
221
ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) ევროპის კომიტეტმა, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას და ყაზახეთის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რეზოლუციაში წერია, რომ ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია, შეშფოთებულია ამ ქვეყნებში რუსეთის ქმედებების გამო და დაჟინებით მოუწოდებს RAO-ს და რუსეთის სხვა კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ და შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რაც ძირს უთხრის CISAC-ის სხვა წევრების სუვერენიტეტს და ლეგიტიმურ ფუნქციონირებას, და რამაც, შესაძლოა, ამ ქვეყნებში უფლებების კოლექტიურად მართვის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ასევე, ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს, ამ ქვეყნებში, ერთი ფანჯრის პრინციპით ლიცენზირების ძლიერი სისტემის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას, საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად.

სტუმარი: გიგა კობალაძე - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები