მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტორო უფლებების დაცვის სადავო კანონი - პარლამენტში მორიგი დისკურსია იმართება

BM.GE
17.05.23 17:04
341
ავტორთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოზე მსჯელობისთვის დღეს პარლამენტში მორიგი საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართება. შეხვედრაზე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ და ჩართული მხარეების შენიშვნებს მოისმენენ. ვინ უნდა შეაგროვოს ჰონორარი, უნდა ფლობდეს თუ არა ამ უფლებას ექსკლუზიურად ერთი ორგანიზაცია და რა პრინციპით უნდა განაწილდეს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების სანაცვლოდ გადახდილი თანხები - ეს არის საკითხები, რაზეც წლებია ცხარე დისკუსიაა, თუმცა კანონს, რომელმაც სექტორში თამაშის წესები უნდა განსაზღვროს, საბოლოო სახე არ აქვს. რა ეტაპზეა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რა არის მთავარი საკითხები, რაც კანონმა უნდა დაარეგულიროს და მოხერხდა თუ არა პოზიციების დაახლოება დაპირისპირებულ მხარეებს შორის?

სტუმარი: გიგა კობალაძე - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები