მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საავტორო უფლებების დარღვევისას სანქცია 10-ჯერ მეტია, ვიდრე ლეგალურად გამოყენების საფასური” - ასოციაცია

63e211c8bf09f
ნინი ლონგურაშვილი
07.02.23 22:00
619
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საავტორო უფლებების დაცვა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა კლებად ნიშნულს ინარჩუნებს, ინტერნეტის არსებობის პირობებში, ავტორთა უფლებების დაცვა მაინც რთულდება.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან ამბობს, რომ საქართველოში ავტორთა უფლებების დარღვევა ყველაზე ხშირად მუსიკის მიმართულებით ხდება. გიგა კობალაძეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს, უნებართვო გამოყენება მაინც ხშირია.

“ძირითადი დარღვევები უნებართვო გამოყენებასთან არის დაკავშირებული, ხშირ შემთხვევაში ეს წინასწარ განზრახულია და ამას აქვს ის განზრახვა, რომ თავი აარიდოს კანონის მოთხოვნას. მეორე, არის რომ უბრალოდ არ იციან გამომყენებლებმა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ყველა გამომყენებელმა, რაც პირველ რიგში უნდა გააკეთოს, ის არის რომ გამოყენების წინ, აუცილებლად მოიძიოს ინფორმაცია რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, არ დაარღვიოს უფლება და შემდგომში უფრო მეტი ზიანი არ მიიღოს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კანონმდებლობა, რაც სხვა ქვეყნებშიც ასეა მიღებული, ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების შემთხვევაში ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ სანქციას. ეს არის მინიმუმ ათმაგი ოდენობა იმისა, რაც გამომყენებელი კანონიერი გამოყენების შემთხვევაში გადაიხდიდა", - ამბობს გიგა კობალაძე.

შეგახსენებთ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სახელმწიფო ვალდებულია საავტორო უფლებების დაცვაზე იზრუნოს. საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული და მოწესრიგებულია. საქართველოში არსებობს დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები