საახალწლო ღონისძიებები თბილისის ბიუჯეტს 1,8 მილიონი ლარი დაუჯდება.
შესაბამის შესყიდვებს მუნიციპალიტეტი გამარტივებული წესით მოახდენს.
აღნიშნული თანხიდან 138 ათასი ლარი ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს უნდა მოხმარდეს; 520 ათასი ლარი - ახალი წლის საზეიმო გალა-კონცერტს; საახალწლო ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ჟანრის კონცერტების გამართვა და მიუზიკლ ,,ჩხიკვთა ქორწილის” ჩვენება იგეგმება, 370 ათასი ლარია გათვალისწინებული; ასევე, საახალწლო ქალაქის სხვადასხვა აქტივობებში 296 ათასი ლარი დაიხარჯება, საახალწლო ქალაქში დეკორაციები და გაფორმება მერიის ბიუჯეტს 425 ათასი ლარი დაუჯდება, ,,საშობაო ბაზრის” ორგანიზებაზე კი, 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
,,ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება”, - ასე ასაბუთებს მუნიციპალიტეტი გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენებას და აცხადებს, რომ შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტენდერის გამართვა და შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო.
საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით უნდა გაიმართოს