შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.
"ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.