მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლო მენიუ სოციალურად დაუცველებისთვის

5be99bcf55984
BM.GE
12.11.18 19:26
1428
თბილისის რაიონების გამგეობებმა საახალწლოდ სოციალურად დაუცველებისთვის გადასაცემი სასაჩუქრე ნაკრებების შეძენა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ტენდერი ისნის რაიონის გამგეობამ გამოაცხადა. 4090 სასაჩუქრე პაკეტის შესაძენად მუნიციპალიტეტი 102 ათას 250 ლარის დახარჯვას გეგმავს. სასაჩუქრე პაკეტში სულ 10 დასახელების საკვები უნდა შევიდეს. რას მოიცავს სოციალურად დაუცველების საახალწლო მენიუ?- ჩამონათვალშია, 1 ლიტრი ზეთი, 900 გრამი შაქარი, 370 გრამიანი მოუხარშავი შესქელებული რძე, 180 გრამი მაიონეზი, 500 გრამი შოკოლადის კანფეტი, 500 გრამი ხილის კარამელი, 450 გრამი ხორცის კონსერვი -,,ტუშონკა“, 400 გრამი ბარდა, 10 ცალი კვერცხი და 1 კილოგრამი ფქვილი. ანალოგიური შემადგენლობისაა საახალწლო სასაჩუქრე მენიუ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისათვის, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა 129 ათასი ლარი უნდა დახარჯოს და 5402 პაკეტი შეიძინოს. განაწილების წესის შესაბამისად, 1 სულიანი ოჯახი 1 სასაჩუქრე პაკეტს მიღებს, 2 დ 3 სულიანი ოჯახები 2 პაკეტს, 4 და 5 სულიანი ოჯახები 3 სასაჩუქრე პაკეტს და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები