„იმ შემთხვევაში, თუ მძღოლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ახალ წელს დასავლეთის მიმართულებით მძღოლები მგზავრებს არ მოემსახურებიან“, - ეს განცხადება bm.ge-თან ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ გააკეთა.
მისი თქმით, კომპანია ”მეტრო +”-მა სრულიად უკანონოდ დაიწყო ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან მგზავრების გადაყვანა, რაც მძოლებისთვის მიუღებელია.
„დღესაა ზუგდიდი, მაგრამ ხვალ და ზეგ შესაძლოა, ქუთაისი, ზესტაფონი და სხვა ქალაქები დაემატოს, ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ფაქტია, კომპანია „მეტრო + “-მა უკვე დაიწყო მგზავრების გადაყვანა ზუგდიდის მიმართულებით“, - აცხადებს ალანია.
მისივე თქმით, თუ ახალ წლამდე მძღოლების მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოხდება, საპროტექსტო აქცია კვლავ განახლდება და მძღოლები გაიფიცებიან.
შეგახსენებთ: დღეს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავი ავტობუსების და მიკრო ავტობუსების მძღოლებბმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქცია კომპანია ”მეტრო +”ის წინააღმდეგ იყო, რომელმაც როგორც მძღოლები აცხადებენ, უკანონოდ დაიწყო ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან მგზავრთა გადაყვანა.
მათივე თქმით, კომპანიამ ადგილზე ჩადგა ბორბლებიანი ჯიხური, რომელიც თითქოს ავტო სადგურია.
Bm.ge კომპანია "მეტრო +"-საც დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

























