მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბა ბუაძის განცხადებით, თავს დაესხნენ

საბა ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" წევრის, საბა ბუაძის ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოს შტაბიდან გამოსვლისას პროვოკატორები თავს დაესხნენ.

"ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ "შემთხვევით", გინებით, დანით და ქვების სროლით",- წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, არ იცის ვინ იყვნენ თავდამსხმელები. ამასთან, საბა ბუაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ პოლიციას ინციდენტზე რეაგირება ექნება.

"არ ვიცი ვინ იყვნენ და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ყველაფრის მკვებავი და ორგანიზატორი არის ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერზე მწვანე შუქის მიმცემია",- განაცხადა საბა ბუაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები