გავლენიანი იტალიური სპორტული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიის სერია ა-ს ბინადარ “უდინეზეში” გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 5 მილიონი ევრო იქნება, კონტრაქტი 4 წელზე, 2029 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვალისწინებული ერთი წლით ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით, ხოლო მოთამაშის წლიური ანაზღაურება 600 000 ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძემ “ემპოლის” მაისურით 36 მატჩში ითამაშა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, რომლის რიგებშიც ერთა ლიგის 3 შეხვედრაში ითამაშა.
ცნობისთვის, ქართველი მცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახლოს იყო “რომაში” გადასვლასთან, შემდეგ “გალათასარაის” ყურადღებაც დაიმსახურა, რომელიც მის იჯარით დამატებას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ საბა გოგლიჩიძე იტალიაში დარჩა.




























