მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბა გოგლიჩიძის ღირებულება 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა

გოგლიჩიძის ფასი გაიზარდა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძის ღირებულება Transfermarkt-ზე განახლდა. უკანასკნელი თვეებია გოგლიჩიძე “ემპოლის” შემადგენლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ირჯება, რაც 20 წლის მცველს დაუფასდა და შედეგად მისი ღირებულება 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გაიზარდა, რაც საოცარი პროგრესია.

გოგლიჩიძემ შანსის მიღებისთანავე კარგი შთაბეჭდილება დატოვა იტალიელ საფეხბურთო ექსპერტებზე და დღეს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველადაც ითვლება. 4 ტურის შემდეგ სპორტის სტატისტიკისა და შედეგების სააგენტომ Sofascore-მა ის ევროპის მასშტაბით 21 წლამდე სიმბოლურ გუნდშიც კი შეიყვანა.

ცნობისთვის საბა გოგლიჩიძე ბოლოს ეროვნულ ნაკრებში ალბანეთის წინააღმდეგ იყო გამოძახებული, რომელიც "ჯვაროსნებმა" მიხეილ მესხის სტადიონზე ანგარიშით 0-1 დათმეს.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 7 სექტემბერს ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, როდესაც 88 წუთზე გიორგი გველესიანი შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები