თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ჯიქიას ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის – გდდ-ის თანამშრომელზე თავდასხმაში ედებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელ ბექა გოტიაშვილს ფეხი დაარტყა სხეულის არეში.
ჯიქიას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























