მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბა კიკნაძე: შემომყვან ტურიზმზე ლარის კურსი მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს

58063c314cafb
BM.GE
18.10.16 19:10
2338
"შემომყვან ტურიზმზე ლარის კურსი მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს“, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორმა საბა კიკნაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სფერო ადგილობრივი ვალუტის დევალვაციის ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელიც სარგებელს იღებს.
 
"როდესაც ადგილობრივი ვალუტა უფასურდება, სხვა ვალუტების მსყიდველუნარიანობა იზრდება და ჩნდება საშუალება რომ გახდე უფრო კონკურენტუნარიანი.

ტურიზმი არის ერთ-ერთი სფერო, რომელიც ბენეფიციარია საკუთარი ვალუტის დევალვაციის. მაშინ როდესაც შენი ვალუტა დაბლა ჩამოდის ყველაფერი უნდა გააკეთო რომ მეტი ტურისტი შემოიყვანო", - აცხადებს კიკნაძე და აღნიშნავს, რომ ვალუტის გაუფასურება შემომყვანი ტურიზმისგან განსხვავებით, გამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები