საბაგირო სისტემების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Bartholet-ი საქართველოში შემოვიდა
BM.GE
30.05.23 19:10
• 168
60-წლიანი ისტორიის მქონე საბაგირო სისტემების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია "ბართოლეტი" საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა. ბართოლეტი საბაგირო, ინდუსტრიული განათებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე საბაგირო სისტემებს აწარმოებს და თან, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელი, რომლის გონდოლების დიზაინსაც კომპანია „პორშე დიზაინი“ ქმნის. ბართოლეტი საოჯახო ბიზნესია, რომელიც ანტონ ბარტოლეტმა დააფუძნა. მოგვიანებით, ბიზნესს სათავეში ანტონის შვილი, როლანდ ბართოლეტი ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გავიდა. დღეს, კომპანია ბართოლეტი საქართველოში თავად როლანდ ბართოლეტმა წარადგინა. ბიემჯის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია კომპანიამ საქართველო, როლანდ ბართოლეტი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს შვეიცარიას.