შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი" ატარებს ბაზრის კველვას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობის მოწყობის დეტალური საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სავარაუდო ღირებულების დასადგენად.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის №456 დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ენგურის წყალსაცავი და კაშხალი დღესაც ტურისტული მიზიდულობისა და ინტერესის საგანს წარმოადგენს, სააგენტოს ინიციატივაა - ყველა დიატერესებულ მხარესთან თანამშრომლობით - ენგურის კაშხლის მიმდებარედ მოეწყოს ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტი - მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.
აღნიშნულ ეტაპზე, მიმდინარეობს ენგურჰესის კაშხალისა და ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვავს სამომავლო წლებში დასაგეგმი ღონისძიებების თანმიმდევრობასა და ბიუჯეტებს.