გუდაურის საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზებს სპეციალისტთა გუნდი შეისწავლის. ამის შესახებ Bm.ge-ს ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა.
“თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით ამაზე ნაადრევია საუბარი. ვინაიდან არ ვიცით რა იყო ავარიის მიზეზი. ექსპერტთა ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს, შეისწავლოს და დადოს დასკვნა, შეფასებების შემდეგ გაკეთდება. ”– აღნიშნა ყაზბეგის მერმა

























