ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მოხდება შეფერხებით.
13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს.