მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბაჟო გაუკონტროლებელია – კერძო სექტორი ფალსიფიცირებული პარკების იმპორტზე საუბრობს

5cb0a0490b71e
ლიკა გურაბანიძე
12.04.19 18:45
1023
"დღეს საბაჟო კვლავ გაუკონტროლებელი გახდა და უამრავი რაოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია კვლავ შემოდის", - ამის შესახებ შპს "ა პლასტის" წარმომადგენელმა მელიტა პატარიძემ დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის საკითხი განიხილება. სხდომას დეპუტატებთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც პატარიძე აღნიშნავს, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რეალურად 5–თეთრიან პოლიეთილენის პარკს სამარკეტო ქსელებში 20 თეთრად ყიდულობს.

მისივე განმარტებით, ამ პროცესმა შესაძლოა, ის გამოიწვიოს, რომ მწარმოებლებმა პოლიეთილენის პარკებს "ბიოდეგრადირებადი"–ს წარწერა გაუკეთონ.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიოდეგრადირებადი პარკების ამოცნობისთვის საჭირო შესაბამისი ლაბორატორიები არ არსებობს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზაში ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული პოლიეთილენის პარკი მივიტანეთ, რომელზეც ბიოდეგრადირებადი პროდუქტი ეწერა, მაგრამ ის რეალურად ჩვეულებრივი პოლიეთილენი იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ფალსიფიცირებული პროდუქცია, რომელიც ბაზარზე შემოედინება აზარალებს არა მარტო გარემოს, არამედ, კეთილსინდისიერი მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. კერძოდ, რეალურად მომხმარებელი სამარკეტო ქსელებში 5–თეთრიან პოლიეთილენის პარკს 20 თეთრად ყიდულობს", - განაცახადა პატარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები