მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოებზე გამოვლენილი დანაშაულის რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 54 000-ზე შეადგინა - ორი მიზეზი

63d2434da1faa
BM.GE
26.01.23 14:50
479

2022 წელს ჯამში საბაჟოზე გამოვლენილი დანაშაულების რაოდენობა 54 584 შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 13%-ით მეტია, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ განაცხადა.

„2022 წელს ჯამში საბაჟოზე გამოვლენილი დანაშაულების რაოდენობა 54 584 შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. ეს დაკავშირებულია როგორც ტვირთბრუნვის ზრდასთან, ასევე საბაჟო საქმიანობის დახვეწასთან. კანონდარღვევების აღკვეთის და გამოვლენის კუთხით, შემოსავლების სამსახური აქტიურად იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ არაერთ უწყებათშორის ფორმატში, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო კონტროლის მიმართულებით“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები