საბაკალავრო პროგრამების ნაწილზე სწავლა 3 წლიანი გახდება. როგორც კერძო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო, თემაზე კი მინისტრთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე იმსჯელეს. მომდევნო აკადემიური წლიდან სტუდენტებს 3 წლიან სასწავლო პროგრამებს ბიზნესადმინისტრირებაზე შესთავაზებენ. ვადის შემცირება ასევე დაგეგმილია აიტი და ტურიზმის მიმართულებებზეც. უფრო ვრცლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგეგმილ ცვლილებებზე და მის ეფექტზე?