2025 წელს საბალანსო ელექტოენერგიის მოცულობამ ჯამში 4.5 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, ეს 2024 წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა და უდიდესი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
TBC Capital-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის მიხედვით, საბალანსო ელექტროენერგიის წლიური საშუალო ფასი 2023 წლის შემდეგ ზრდას განაგრძობს და 2025 წელს ერთ კვტ.სთ-ზე 5.83 ცენტამდე გაიზარდა.

შარშან PPA ხელშეკრულებებმა საბალანსო ელექტროენერგიის 62%-იანი წილი დაიკავა, საიდანაც 70%-მდე განახლებად ენერგია იყო, ხოლო იმპორტის წილი მთლიანი საბალანსო ელექტროენერგიის განაწილებაში 19%-ს გაუტოლდა.



























