მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო ასოციაცია: ტექნიკის მაღაზიებს შიდა განვადებებთან დაკავშირებით სიფრთხილე მართებთ

5cd98b255f839
სალომე მეცხვარიშვილი
13.05.19 22:00
1193
საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ტექნიკის მაღაზიებს შიდა განვადებებთან დაკავშირებით სიფრთხილე მართებთ.

მისი თქმით, მათ ე.წ. საბანკო რეგულაციების ამოქმედებამდეც ჰქონდათ პროგნოზი, რომ ბაზარზე მსგავსი ტიპის სერვისი გამოჩნდებოდა.

“აღნიშნული პორტფელი ატარებს ზუსტად იგივე რისკს, როგორსაც ატარებს საფინანსო ინსტიტუტი, უბრალოდ, აქ უნდა ავწონოთ ის, რომ საფინანსო ინსტიტუტი არის პროფილური, სესხის გამცემი ორგანიზაცია, ხოლო შიდა განვადებები არის ახალი ხილი არასაფინანსო ინსტიტუტებისთვის. მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ... მაგრამ ეს რომ გამოსავალი იქნებოდა, ამაზე საუბარი გვქონდა არა - დღეს, არამედ გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ველოდებოდით რეგულაციების შემოსვლას. ასევე გაჩნდა სხვა მიმართულებები, გაქირავებები და ა.შ.”,- აცხადებს ძნელაძე.

შეგახსენებთ, ტექნიკის მაღაზიების ნაწილი შიდა განვადების სისტემის ამოქმედებაზე ფიქრობს. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც იანვრიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა და საფინანსო ინსტიტუტებს  ფიზიკურ პირებზე შემოსავლის დადასტურების გარეშე  სესხის გაცემა აეკრძალათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები