„რამდენად შეძლებს კონკრეტული ინტერვენციები ლარის გაუფასურების შეჩერებას, ძალიან გამიჭირდება გითხრათ,“ - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ სებ-ის მიერ ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციის შეფასებისას განაცხადა.
„ინტერვენციის საჭიროება გამომდინარეობს იქიდან აღნიშნული გაუფასურება რაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე ეროვნულ ბანკს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია აქვს. ინტერვენცია, რომელიც იყო განხორციელებული, ნახეთ, რომ ბოლომდე არც კი იყო ათვისებული. რამდენად შეძლებს კონკრეტული ინტერვენციები ამ გაუფასურების შეჩერებას ძალიან გამიჭირდება, რომ გითხრათ. ეს შესაძლოა კონკრეტულ პროცესში მაპროვოცირებელიც იყოს", - აღნიშნა ძნელაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გასაყიდად გაიტანა, ხოლო აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა.

























