მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაციამ და გერმანულმა ფონდმა “შპარკასე” მემორანდუმი გააფორმეს - რას ითვალისწინებს თანამშრომლობა?

საქართველოს საბანკო ასოციაციამ და გერმანულმა ფონდმა შპარკასე საქართველომ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას მიკრო და მცირე მეწარმეების სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაციის და მდგრადი ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით. პროექტის ძირითადი მიზანია მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებში, ხოლო საბანკო სექტორის მხრიდან მდგრადი ფინანსური სერვისების შეთავაზება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შპარკასე მხარდაჭერას გაუწევს საბანკო ასოციაციას რათა გააძლიეროს ასოციაციის ინსტიტუციური შესაძლებლობები და მხარი დაუჭიროს სექტორის ადამიანური კაპირალის უნარ-ჩვევების განვითარებას. თანამშრომლობა ძირითადად მოიცავს რისკების მართვის მიმართულებასა და გარემოსდაცვითი, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებს, ESG რისკების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ESG ანგარიშების სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესს.

მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საბანკო ასოციაციამ 2022 წელს შექმნა მდგრადი ფინანსების და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულება ასოციაციაში, გაწევრიანდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით არსებულ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელში და არაერთი აქტივობა განახორციელა ESG და მდგრადი ფინანსების მიმართულებით. ამჟამად ფონდ შპარკასეს მხარდაჭერითაც განაგრძობს აქტივობების განხორციელებას.

სტუმრები: ლევან გოგოლაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის ESG მიმართულების კოორდინატორი;

სალომე მოისწრაფიშვილი - ფონდი "შპარკასე" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები