მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაციისა და ალტე უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროექტი

ალტე უნივერსიტეტი, საქართველოს საბანკო ასოციაციასთან პარტნიორობით, ღია სემინარს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით, იგივე ESG საკითხებზე - „ESG გამოწვევები და შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე მართავს. სემინარის მიზანია ESG მიმართულებით ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები, გამოყენებული მეთოდოლოგიები და ჩარჩოები ESG-ის გადაწყვეტილებებში ინტეგრაციისთვის, ძირითადი გლობალური ინიციატივები, პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის და ინიციატივების პრინციპები და ESG-სთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების საკითხები. ღია სემინარი ხვალ, 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

სტუმრები: ლევან გოგოლაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის ESG მიმართულების კოორდინატორი;

ანი ამირანაშვილი - ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები