საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი მიიჩნევს, რომ ქართულ საბანკო ბაზარზე შექმნილი ტენდენცია ლიდერ ბანკებს საერთაშორისო ექსპანსიისაკენ უბიძგებთ.
BMGtv-ის გადაცემაში ,,საქმიანი დილა" რუსიამ თქვა, რომ სწორედ ამას მოწმობს BOGG PLC-ის მიერ სომხეთის ნომერ პირველი, AMERIABANK-ის შეძენა.
"მინდა, როგორც საბანკო ასოციაციის წარმომადგენელმა, მივულოცო BOGG PLC-ის სომხეთის ბაზარზე შესვლა და ლიდერი, AMERIABANK- ის შეძენა. ჩვენ, როცა ვიხილავდით 2022-2023 წლის საბანკო სექტორს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ის ტენდენცია, რომელიც საბანკო ბაზარზეა შექმნილი, ლიდერ ბანკებს აუცილებლად უბიძგებთ საერთაშორისო ექსპანსიისკენ. ვფიქრობთ, ეს ჩვენი ანალიზის ერთ-ერთი დასტურია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ tbc ბანკმა გასულ წლებში საკმაოდ კარგად და ნაყოფიერად გაკვალა უზბეკეთის მიმართულება, რომელსაც ძალიან ბევრი ქართველი პროფესიონალი მიჰყვა. მინდა გამცნოთ, საქართველოს ბანკის რისკების მართვის დირექტორი დაინიშნა უზბეკეთის ნომერ მეორე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად. უზბეკეთში ქართველი პროფესიონალების ძალიან დიდი კონცენტრაციაა", - განაცხადა რუსიამ ,,საქმიანი დილას" ეთერში.