"დღეს ყველა თანხმდება, რომ ბანკებიდან არასაბანკო აქტივები სამართლებრივად გამიჯნულია", - აცხადებს ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას ProCredit Bank-ის ყოფილი დირექტორი საშა ტერნესი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას. ტერნესი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო კომპანიების შეზღუდვა ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს. მისი განცხადებით, დამატებით რაც ამ კუთხით შესაძლოა რომ გაკეთდეს იმ ჰოლდინგების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, რომელიც როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო ბიზნესს ფლობენ.
"თუ საუბარია ბანკზე, რომელიც არაპროფილურ ბიზნესში ერთვება, ის რა თქმა უნდა რეგულირებული და შეზღუდული უნდა იყოს. მაგრამ თუ საუბარია წარმატებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელიც თანხას იზიდავს სხვადასხვა ბაზრებიდან, - არ ვთვლი, რომ მსგავსი ორგანიზაციის საქმიანობა უნდა შეიზღუდოს, თუ სად განათავსებს თავის ინვესტიციას.
თუ ერთი საქმიანობა არის საბანკო, ხოლო მეორე კი არის არასაბანკო, საბოლოოდ ეს ქვეყნის განვითარებისთვის კარგია. საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ ორ საქმიანობას შორის დიდი ჩინეთის კედელია. ინფორმაცია საბანკო სექტორიდან, მეორე მხარეს არ უნდა გადადიოდეს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი აზრით ყველა თანხმდება, რომ სამართლებრივად კომპანიები გამიჯნულია. უფრო მეტი რაც შეიძლება გაკეთდეს არის მეტი გარანტიის შექმნა, და მეტი ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობენ კომპანიები ერთი ჰოლდინგის დაქვემდებარებაში“, - განაცხადა ტერნესმა.

























