ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსთვის 54.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.85 მილიარდი ლარით, ანუ 3.49%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 885 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტებმა 965 მილიონი ლარით იმატა.
"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივნისის ბოლოსათვის 50.95 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.74 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით).
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.83% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.02%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.91%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.90%, ხოლო ევროს წილმა 20.47% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.