მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო, ფარმაცევტული და IT – რომელი ინდუსტრიები სარგებლობენ საქართველოში ბიზნეს ტურიზმის სერვისებით?

ბიზნეს ტურიზმი

საქართველოში MICE ტურიზმისა და ბიზნეს მოგზაურობის მიმართულებით აქტიურობა ძირითადად რამდენიმე სექტორზე მოდის. ამის შესახებ კომპანია „ბითიელ ჯორჯიას“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა გურამ ავალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია საბანკო და ფარმაცევტული ინდუსტრია, ასევე ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის IT და Gaming software development სექტორი. ის ხაზს უსვამს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობასაც ამ კუთხით, თუმცა, ავალიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირეს, რაც ბიზნეს ტურიზმის ბაზარზეც აისახა.

"ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობდით, დაახლოებით ექვსი თვე არ გვქონდა კომუნიკაცია. როდესაც დავუკავშირდი, მითხრეს, რომ 20 თანამშრომლიდან მხოლოდ სამი დარჩა", - ამბობს ის.

მისივე განმარტებით, ბიზნეს ტურიზმის ფარგლებში კორპორატიული ვიზიტები, როგორც წესი, მოკლევადიანია და საშუალოდ 4-5 დღეს გრძელდება, თუმცა ზოგჯერ რამდენიმე ლოკაციასაც აერთიანებს. „ბითიელ ჯორჯიას“ ბიზნესის განვითარების დირექტორის შეფასებით, შემთხვევები, როდესაც კორპორატიული ვიზიტები საქართველოში საბოლოოდ მსხვილ ღონისძიებებში გადაიზრდება, შედარებით იშვიათია.

„კორპორატიული კლიენტი რომ თავისი ბიზნეს ვიზიტების შედეგად საქართველოში ისეთი პროცესს შექმნის, რომელიც საბოლოოდ ღონისძიებად გადაიზრდება, იშვიათია. ასეთი შემთხვევები არის, თუმცა ეს შესაძლოა რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოხდეს“, - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, საქართველო მცირე ბაზარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები