მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბანკო რეგულაციები ძირითადად დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო"

5cb6cbeeab70a
ლევან თაღიაშვილი
19.04.19 09:50
779

"რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორის მარიამ ასათიანის განცხადებით, მშენებლობაში გაყიდვები შემცირებულია, რაც პირდაპირ კორელაციაშია იმ რეგულაციების პაკეტთან, რომელიც ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა.

მისივე განმარტებით, ყველაზე მეტად რეგულაციები დაბალ და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო.

„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სამშენებლო სექტორი საკმაოდ შემცირებულია და ამას ჩვენი რიცხვებითაც ვადასტურებთ. ეს მოსალოდნელიც იყო იმ რეგულაციის პაკეტის ფონზე, რომელიც წლის დასაწყისში შევიდა ძალაში. ეს ეხება კოეფიციენტების შეზღუდვას, სამშენებლო რეგულაციებს და ასევე საბანკო რეგულაციებს, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ბაზრის შემცირების სავარაუდო მიზეზი. ეს უფრო მეტად შეეხო დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ ფართებს. ჩვენი კომპანია ძირითადად მაღალ, პრემიალური ხარისხის ბინებზეა ორიენტირებული და ამ კომპონენტში კლება არ გვაქვს, თუმცა ფაქტია, მომხმარებლებზე რეგულაციებმა საკმაოდ იმოქმედა", - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის ვარდნა მხოლოდ ერთ - სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა და მან 3.1% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები